სახალხო დამცველი ოპოზიციას მიმართავს: გააკეთეთ ყველაფერი ვითარების განსამუხტად

სახალხო დამცველი ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ხელისუფლებასა და ოპოზიციის ლიდერებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

„მივმართავ თხოვნით ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგას პოლიტიკური ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისკენ! ეს თქვენი პასუხისმგებლობაა! მივმართავ თხოვნით ოპოზიციის ლიდერებს, მოუწოდონ მომხრეებს სიმშვიდისკენ და გააკეთონ ყველაფერი ვითარების განსამუხტავად! მივმართავ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, გააკეთონ ის, რაც გასაკეთებელია!“, – წერს ნინო ლომჯარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები