გიგი უგულავა: ყველაფერზე წამსვლელები არიან, მაგრამ ხალხი მაინც არ იშლება
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი.
“ეგეთი დავალება მისცა პოლიციელებს შლეგმა ადამიანმა, რომელმაც არჩევნები მოიპარა და ახლა ასე ცდილობს ამის შენარჩუნებას. არაფერი არ გამოვა, წასულია ბიძინას საქმე, ჯობია მართლა ჩაალაგოს. ასე შენარჩუნებული ხელისუფლება და არჩევნები… რითი განსხვავდება ივანიშვილი ლუკაშენკოსგან. ყველაფერზე წამსვლელები არიან, მაგრამ ხალხი მაინც არ იშლება”, – განაცხადა გიგი უგულავამ.