ლევან ნიკოლეიშვილი: ერთი დემოკრატიული ევროპული ქვეყანა ან ამერიკის შტატები დამისახელეთ, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას და პიკეტირებას კანონის შესაბამისად არ პასუხობდნენ

„ერთი დემოკრატიული ევროპული ქვეყანა ან ამერიკის შეერთებული შტატები დამისახელეთ, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას და პიკეტირებას კანონის შესაბამისად არ პასუხობდეს“,- ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ნიკოლეიშვილი „ნაციონალებისა“ და სხვა ოპოზიციური ძალების ერთიან მოქმედებებზე საუბრობს, რასაც „უბედურებას“ უწოდებს.

„ფაქტობრივად, კვლავ ხდება სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა, სადაც „ნაციონალების“ აშკარად დაუფარავ რევოლუციურ გეგმებში, მონაწილეობს დანარჩენი ოპოზიციის ლიდერები და რაც ყველაზე დიდი უბედურებაა, 7 ნოემბრის დამრბევებთან ერთად 8 ნოემბრის წყლის ჭავლზე საუბრობენ… ერთი დემოკრატიული ევროპული ქვეყანა ან ამერიკის შეერთებულ შტატები დამისახელეთ, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას და პიკეტირებას კანონის შესაბამისად არ პასუხობდეს. საქართველოს პოლიციის კანონი 31-ე მუხლის მესამე ნაწილი-მუხლი 31. იძულების ღონისძიებების გამოყენების უფლება

  • პოლიციისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად პოლიციელი უფლებამოსილია პროპორციულად გამოიყენოს გამოსადეგი იძულების ღონისძიებები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, იმ ინტენსივობით, რომელიც უზრუნველყოფს კანონიერი მიზნის მიღწევას.
  • პოლიციელი უფლებამოსილია გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და სპეციალური საშუალებები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გავლილი აქვს სპეციალური მომზადება.
  • პოლიციელი ვალდებულია ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს პირი, მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს პირის ან/და პოლიციელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა ან სხვა მძიმე შედეგი, ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელია ან შეუძლებელია.
  • იძულების ღონისძიების სახე და ინტენსიურობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. ამასთანავე, იძულების ღონისძიების გამოყენებისას პოლიციელი უნდა შეეცადოს, რომ მიყენებული ზიანი მინიმალური და თანაზომიერი იყოს.
  • პოლიციელი ვალდებულია პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს იძულების ღონისძიებების გამოყენებით დაზიანებულ პირს.
  • პოლიციელს ეკრძალება ისეთი საშუალების გამოყენება, რომელიც იწვევს ადამიანის მძიმე დასახიჩრებას, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით“, – წერს ნიკოლეიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები