მაია ცქიტიშვილი: ავტობუსებსა და სამარშუტო ტაქსებში შეიძლება, არ დავუშვათ ფეხზე მდგომი ადამიანების გადაადგილება

მუნიციპალიტეტებთან აქტიურად ვმუშაობთ, რომ მათ მიერ შემოტანილი იქნას გარკვეული ღონისძიებები, რათა უშუალოდ მუნიციპალურ ტრანსპორტში შეიზღუდოს ადამიანების რაოდენობა, – ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში მუნიციპალიტეტებთან აქტიურად ვმუშაობთ, რომ მათ მიერ შემოტანილი იქნას გარკვეული ღონისძიებები, რათა უშუალოდ მუნიციპალურ ტრანსპორტში შეიზღუდოს ადამიანების რაოდენობა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღის საათებში მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა ან გადაადგილება იქნება შეზღუდული. ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ  სატრანსპორტო საშუალებებით ნაკლები ადამიანის გადაადგილებაზე

ავტობუსებსა და სამარშუტო ტაქსებში ხანადახან გვხვდება ვითარება, როდესაც ფეხზეც დგას ადამიანი. შესაბამისად, შეიძლება არ დავუშვათ ფეხზე მდგომი ადამიანების გადაადგილება, რაც ავტომატურად შეზღუდავს ტრანსპორტში მყოფი პირების რაოდენობას და ბუნებრივია, დალოდების პერიოდი იქნება ღია სივრცეში, სადაც ნაკლებად სახიფათოა ერთდროულად ბევრი ადამიანის შეგროვება.

მძღოლი გააკონტროლებს იმას, რომ თუ ყველა ადგილი შეღუდულია, დამატებითი ადამიანების ამოყვანა ამ გაჩერებაზე არ მოხდება. რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს გარკვეულ დისკომფორტს და გაზრდის ლოდინის დროს, მაგრამ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ უკვე ზამთარია, ფანჯრებიც არ არის ღია, შესაბამისად, ყველაფერი გადადის დახურულ სივრცეში“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები