Facebook-მა საქართველოში ყალბი ანგარიშები გააუქმა
Facebook-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო, გაუქმებულია საქართველოში მოქმედი შემდეგი „ფეიკ“ ექაუნთები:
104 Facebook ანგარიში; 63 Facebook გვერდი; 6 ჯგუფი; 8 ღონისძიება (event); 40 instagram ანგარიში
აღნიშნული ანგარიშები საქართველოში ოპერირებდნენ და დაკავშირებულნი იყვნენ ”ალტ-ინფოსთან”, ასევე პარტიებთან ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” და ”ქართული არჩევანი”