თენგიზ ცერცვაძე: სასტუმროში მოთავსებულ ყველა და ბინაზე დატოვებულების ნაწილს ჩაუტარდებათ სამი სავალდებულო გამოკვლევა

“სასტუმროში მოთავსებულ ყველა და ბინაზე დატოვებულების ნაწილს ჩაუტარდებათ სამი სავალდებულო გამოკვლევა: სისხლის საერთო ანალიზი, დ-დიმერი და სატურაციის განსაზღვრა”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ კლინიკურ ჯგუფთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შერჩევით ეს ახლაც ტარდებოდა, მაგრამ დღეიდან იქნება სავალდებულო და სისტემური.

„ჩვენთან ჰოსპიტალიზებული არის 25 პროცენტი, 15 პროცენტი რჩება ბინაზე და სასტუმროში. მაგრამ დღევანდელი სხდომა ეძღვნებოდა მთლიანად იმას,  ბინაზე და სასტუროში დატოვებული პაციენტების მოვლა როგორ გაუმჯობესდეს, რათა მინიმიზებული იქნას ის რისკები, რაც იწვევს ამ ბინაზე დატოვებულებს შორის მართალია, ერთეულ, მაგრამ მაინც გარდაცვალებას.

სასტუმროში მოთავსებულ ყველა და ბინაზე დატოვებულის ნაწილს ჩაუტარდება სამი სავალდებულო გამოკვლევა: სისხლის საერთო ანალიზი, დ-დიმერი და სატურაციის განსაზღვრა. შერჩევით ეს ახლაც ტარდებოდა, მაგრამ დღეიდან იქნება სავალდებულო და სისტემური. ასეთი ვალდებულება არ აქვს ევროპისა და ამერიკის არცერთ ქვეყანას, რომ ბინაზე დატოვებულებს ჩაუტაროს ეს სამი ძირითადი გამოკვლევა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები