ამირან გამყრელიძე: სახელმწიფოს მიერ შემოტანილ ვაქცინაში ფულის აღება დანაშაულია, მასში თანხა არ უნდა გადავიხადოთ
მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ, დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განცხადება გააკეთა.
მან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ვაქცინებსა და რისკჯგუფებზე ისაუბრა.
„სულ, დღევანდელი მონაცემებით, აცრილია 31, 163 ადამიანი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და საჭიროა მეტი აცრა. ასევე, საჭიროა, ვინც რისკჯგუფებში არ არის, ისინიც აიცრან.
სახელმწიფოს მიერ შემოტანილ ვაქცინაში ფულის აღება არის დანაშაული. ყველა იმ ადამიანს, ვინც რისკჯგუფშია, სახელმწიფო აფინანსებს, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც რისკჯგუფებს არ მიეკუთვნებიან და ასაცრელად მივლენ, კერძო სექტორის ტარიფის შესაბამისად გადაიხდიან თანხას.
სახელმწიფო ვაქცინა არ უნდა იყიდებოდეს და მასში თანხა არ უნდა გავიხადოთ. ის სრულიად უფასო უნდა იყოს. ამ პროცესს სახელმწიფო აფინანებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.