გიორგი კახიანი: ჩემთვის ყველაზე მძიმეა, როცა პოლიტიკოსები შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელს

„ჩემთვის ყველაზე მძიმეა, როცა პოლიტიკოსები შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელს და ცდილობენ პოლიციის დისკრედიტაციას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, გიორგი კახიანმა სატელევიზიო ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამას საზოგადოების მხრიდან პოლიტიკური პასუხისმგებლობა მოჰყვება.

„მძიმეა, როდესაც ვერ აცნობიერებს, ამით რა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ახორცეიელებს ან შეიძლება, აცნობიერებს კიდეც და უბრალოდ ეს შედეგი უნდათ. პოლიციის დისკრედიტაცია რას ნიშნავს? პოლიცია არის ის ინსტიტუცია, სამართალდამცავი სისტემა, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ უსაფრთხოებაზე ზრუნავს. მათი დისკრედიტაციის შემთხვევაში, ეს მოიშლება. როდესაც ამას ცდილობს პოლიტიკოსი, ეს არის ჩემთვის ყველაზე მძიმე. ამას პოლიტიკური პასუხისმგებლობა მოჰყვება საზოგადოების მხრიდან და მოჰყვა კიდეც, სწორედ იმიტომაც არის, რომ, ძირითადად, 2%-იან პარტიებს ვხედავთ”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები