მამუკა მდინარაძე: სურათი ძალიან ნათელია, ოპოზიციაში აპროტესტებენ იმას, რაც თავიანთმა კვლევებმაც აჩვენა

“სურათი ძალიან ნათელია, ოპოზიციაში აპროტესტებენ იმას, რაც თავიანთმა კვლევებმაც აჩვენა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში არის მაქსიმუმ 3-პროცენტიანი ცდომილება ეგზიტპოლსა და დამდგარ შედეგებს შორის, რიგ შემთხვევაში, ასევე, ობიექტურად უნდა ითქვას, რომ „ედისონ რისერჩის“, ანუ, „ფორმულას“ მიერ დაკვეთით ჩატარებულ კვლევებში არის მეასედები ცდომილება და იშვიათ შემთხვევაში 2 და მაქსიმუმ 3- პროცენტიანი ცდომილებაც კი არ არის. აქ უკვე მგონი, სურათი ძალიან ნათელია, აპროტესტებენ იმას, რაც თავიანთი დაკვეთით შეასრულეს ორგანიზაციებმა და გადმოსცეს საზოგადოებას კონკრეტული შედეგები. ყველა პატარა პარტია, რომელმაც მიიღო 2,3, ან 1 – პროცენტიანი შედეგი ყველა წინასწარ იყო ინფორმირებული, მეასედების სიზუსტით დაემთხვა შედეგები როგორც “ედისონ რისერჩის”, ხშირ შემთხვევაში, ასევე “მთავარისა”და რუსთავი 2-ის კვლევებს. „ქართული ოცნების“ შემთხვევაში, 5 და თუ არ ვცდები, 6- პროცენტიანი სხვაობაც კი იყო „იმედის“ დაკვეთით შესრულებულ კვლევებში, მაგრამ პატარა პარტიებთან მიმართებით ასეთი უზუსტობები არ ყოფილა და აპროტესტებენ იმას, რაც თავიანთმა კვლევებმაც კი აჩვენა“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები