კოლეჯი “იბერია” რობოტიკის სკოლაში მსურველების მიღებას იწყებს

კოლეჯი “იბერია” რობოტიკის სკოლაში მსურველების მიღებას იწყებს. რობოტიკის სკოლაში სწავლა ყველასთვის უფასოა.

,,იბერიის” ინფორმაციით, სულ 20 ვაკანტური ადგილია, სკოლაში მოსახვედრად კი მსურველებმა ონლაინ სააპლიკაციო ფორმა – https://forms.gle/38AR957HdnwxwFFFA, მიმდინარე წლის 4 ნოემბრამდე უნდა შეავსონ.

ახალი სასწავლო პლატფორმის ფარგლებში, მსმენელები შეისწავლიან Arduino-ს მუშაობის პრინციპებს, რობოტის კონსტრუირებას, მიკროელექტრონიკის საწყისებსა და შექმნიან ჭკვიან პროექტებს.

‍სწავლა გაიმართება როგორც ლაბორატორიაში, ასევე, დისტანციური მეთოდით.

როგორც “იბერიაში” აცხადებენ, სასწავლო კურსის მსურველებს საშუალებას აძლევს შეისწავლონ რობოტების აგება და პროგრამირების საფუძვლები. კურსის ფარგლებში, მონაწილეები ააგებენ თვითმართვად რობოტებს, რომელზე დაყრდნობითაც ისინი შეისწავლიან რობოტის კონსტრუირებას, წრედის აგებასა და სამართავი ბრძანებების შესაბამის კოდში გაწერას.

R

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები