ქუთაისში კორონავირუსით 26 წლის ქალი გარდაიცვალა

ქუთაისში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 26 წლის გოგოს კორონავირუსი ჰქონდა და ის კლინიკაში დაგვიანებით გადაიყვანეს.

როგორც ,,რუსთავი 2″-ს გარდაცვლილის დედა ეუბნება, კლინიკებში ადგილები არ იყო და მისი შვილის გადაყვანა ამიტომ ვერ შეძლეს. პაციენტი კლინიკაში 31 ოქტომბერს შეიყვანეს და მეორე დღეს გარდაიცვალა.

ოჯახის თქმით, გარდაცვლილს სხვა დაავადება არ ჰქონია. ის დედისგან დაინფიცირდა, მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო, მოულოდნელად დამძიმდა და ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები