პროკურატურამ ნიკა მელიასთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე სასამართლოს მიმართა

გენერალურმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მიმართა.
ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ელექტრონული სამაჯური ეკეთა, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ აქციეზე მოიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები