კომუნიკაციების კომისიამ ოქტომბრის თვის ComCom დაიჯესტი გამოაქვეყნა

კომუნიკაციების კომისიამ ოქტომბრის თვის ComCom დაიჯესტი გამოაქვეყნა. ოქტომბრის თვის ComCom დაიჯესტში შესულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის შუალედური მედიამონიტორინგი, კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!” სტუდენტებისთვის და საერთაშორისო შეხვედრები და კონფერენციები. ოქტომბრის თვეში სატელეკომუნიკაციო დარგსა და კომუნიკაციების კომისიაში განვითარებულ მოვლენებზე საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა სწორედ ComCom დაიჯესტით მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია.

ComCom დაიჯესტში შეჯამებულია ოქტომბრის თვეში კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, დაიჯესტში ასევე თავმოყრილია მედიააკადემიისა და მედიაწიგნიერების პროექტების შესახებ ინფორმაცია.

მომავალ კვირას კომუნიკაციების კომისია ასევე III კვარტლის ComCom დაიჯესტს გამოაქვეყნებს, რომელიც სატელეკომუნიკაციო სექტორის ტენდენციებს შეაჯამებს.

ოქტომბრის თვის შემაჯამებელი ComCom დაიჯესტი დეტალურად იხილეთ აქ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები