ვენაში გვიან ღამით თავდასხმების სერიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაზარდა.
ინფორმაციას Kurier-ი ქალაქის მერზე, მიხაელ ლუდვიგზე დაყრდნობით ავრცელებს.
წინასწარი ვერსიით, მომხდარის შედეგად 18 პირია დაჭრილი. დღეს დილით სამ გარდაცვლილზე ვრცელდებოდა ინფორმაცია.
გვიან ღამით ვენაში 6 ლოკაციაზე თავდასხმების სერია განხორციელდა. ქვეყნის შს მინისტრმა მომხდარს “ტერაქტი” უწოდა და აღნიშნა, რომ 6 თავდამსხმელიდან ერთ-ერთის ლიკვიდირება მოხერხდა – ის “ისლამური სახელმწიფოს” მიმდევარი იყო. დანარჩენების სამძებრო ოპერაცია გრძელდება.