საქართველოში კორონავირუსის 1943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1833 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 1943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 44 522 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 833 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 28 633.

ბოლო 24 საათში​ კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 20 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა, ჯამურად, 362-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 977 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4 293 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2 236-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები