იზმირში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა

თურქეთში 30 ოქტომბერს მომხდარი, 6,6, მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 100-ს მიაღწია.

ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოში აცხადებენ.

აღინიშნება, რომ საავადმყოფოებიდან 847 დაშავებული უკვე გაწერეს, თუმცა, 147 პირი მკურნალობას აგრძელებს.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები იზმირში გრძელდება, სადაც 20-მდე შენობა დაინგრა. ამ დრომდე ნანგრევებიდან მაშველებმა 106 ადამიანის ამოყვანა შეძლეს.

ამასთან, თურქეთის გარემოს დაცვის მინისტრმა, მურათ ქურუმმა განაცხადა, რომ დაიწყო უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისთვის დროებითი საცხოვრებელი უბნის მშენებლობა, რომელიც 20 დღეში დასრულდება. ფართობი 46 300 კვ.მ-ს შეადგენს, სადაც ათასი ოჯახი განთავსდება.

მისივე თქმით, ამჟამად, იზმირში 3500 კარავია გაშლილი და მათგან თითქმის 2 ათასში უსახლკაროდ დარჩენილი ხალხი ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები