ფაშინიანმა გიორგი გახარიას საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

როგორც პრემიერის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ნიკოლ ფაშინიანისა და გიორგი გახარიას სატელეფონო საუბარი დღეს შედგა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები