“საქმე გვაქვს ხელისუფლების მიტაცებასთან, სახელმწიფო გადატრიალებასთან” – გუბაზ სანიკიძე

“ამ ხელისუფლებას ეს შედეგები არ შერჩება და უნდა მოვემზადოთ ახალი საპრალამენტო არჩევნებისთვის”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფიგზე გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო მიტაცებულია და საქმე სახელმწიფო გადატრიალებასთანაც კი გვაქვს.
„საქმე გვაქვს ხელისუფლების მიტაცებასთან, სახელმწიფო გადატრიალებასთან. ცესკო-ს ცრუ დასკვნით, რომელიც საბოლოოდ გამოქვეყნდება, ასეთი პირი უჩანს, რომ ხელისუფლება არის არაკანონიერი. ამიტომ, ჩვენ, ყველამ უნდა ვიმოქმედოთ სხვადასხვა მიმართულებით.
სამწუხაროდ, მრავალფეროვანი საქართველო არ გამოგვივიდა. ახლა გამოდის ორფეროვანი – შავი და თეთრი, ჩვენ და ისინი. საქართველო და საოუკუპაციო რეჟიმი. ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით ვიმუშავებთ, მათ შორის, საგარეო მიმართულებაც, რომ საყოველთაო მხარდაჭერა მოვიპოვოთ. ამ ხელისუფლებას ეს შედეგები არ შერჩება და უნდა მოვემზადოთ ახალი საპრალამენტო არჩევნებისთვის,“ – აცხადებს გუბაზ სანიკიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები