თურქეთში, ქალაქი იზმირში მომხდარის მიწისძვრის შემდეგ სამაშველო ოპერაციები გრძელდება.
დღეს მაშველებმა ერთ-ერთი შენობის ნანგრევებიდან, 65 საათის შემდეგ, 3 წლის გოგონა ცოცხალი ამოიყვანეს.
Hurriyet daily news-ს ინფორმაციით, ბავშვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გუშინ ასევე მაშველებმა მიწისძვრიდან 58 საათის შემდეგ 14 წლის გოგო გადაარჩინეს, რომელიც ასევე ჰოსპიტალიზებულია.
მაშველებმა ნანგრევებიდან სულ 106 ადამიანის ამოყვანა შეძლეს.
იზმირში 30 ოქტომბერს 6,6 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 83-მდეა გაზრდილი, 962 დაშავებულია.