საქართველოში კორონავირუსით კიდევ შვიდი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ შვიდი პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. შვიდი ადამიანი გარდაიცვალა. აჭარაში – ექვსი ადამიანი, ხოლო კახეთში – ერთი ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 342 გარდაცვალების შემთხვევა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 1 696 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები