კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 650 თბილისში, 389 აჭარაში, 441 კი იმერეთში დაფიქსირდა

დღეს გამოვლენილი 1 852 შემთხვევიდან თბილისში ფიქსირდება 650 შემთხვევა, აჭარაში – 389, იმერეთში – 441, ქვემო ქართლში – 68, შიდა ქართლში – 51, გურიაში – 28, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 114, კახეთში – 20, მცხეთა-მთიანეთში – 51, სამცხე-ჯავახეთში – 27, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 13, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 411.

„4 293 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 125, აჭარაში – 709. მძიმე პაციენტი არის 519, მათ შორის, თბილისში – 279, აჭარაში – 86. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 ადამიანი – მათ შორის, თბილისში – 100, აჭარაში – 83. 2 236 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 077 – აჭარაში, ხოლო 837 – თბილისში. 8 882 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 876 ადამიანი, საიდანაც თბილისში – 2 867 პირი, აჭარაში – 13 341, იმერეთში – 3 813. ამ ეტაპისთვის არსებული სტატიკური მონაცემების შესახებ მოგეწოდათ დეტალური ინფორმაცია.

გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით, დღეის მდგომარეობითაც, ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 696 პირი,  ჯამურად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 26 800-მდე გაიზარდა”, – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები