მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუ ლიდერობს – 15 ნოემბერს მეორე ტური ჩატარდება

მოლდოვაში 1-ელ ნოემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციური პროევროპული “მოქმედებისა და სოლიდარობის” პარტიის ლიდერი, მაია სანდუ ლიდერობს, რომელმაც ხმების 35,94% მოიპოვა, ხოლო მეორე ადგილზე იმყოფება მოქმედი პრორუსი პრეზიდენტი, იგორ დოდონი, რომელსაც მხარი ამომრჩეველთა 32,75%-მა დაუჭირა.

შესაბამისი მონაცემი ქვეყნის ცესკო-მ ოქმების 99,63% დათვლის შემდეგ გაავრცელა.

მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნებში სულ 8 კანდიდატი მონაწილეობდა. მოსალოდნელია, რომ მეორე ტური 15 ნოემბერს ჩატარდება.

იგორ დოდონისა და მაია სანდუს შორის არჩევანს მოლდოველები 2016 წელს მეორე ტურშიც აკეთებდნენ და მაშინ დოდონმა მეტოქეს 5%-ით მოუგო.

2019 წლის ივნისადან ნოემბრამდე მაია სანდუ მოლდოვის მთავრობას ხელმძღვანლობდა მას შემდეგ, რაც მისმა მხარდამჭერებმა, დოდონის მომხრეებთან ერთად, ხელისუფლებას ჩამოაშორეს ოლიგარქი – ვლადიმირ პლახოტნიუკი.

2019 წლის ნოემბერში დოდონმა პარლამენტში საკუთარ მომხრეებზე დაყრდნობით შეძლო და სანდუ პრემიერობას ჩამოაშორა. მაშინ სანდუ ცდილობდა, დოდონისთვის ხელი შეეშალა, რომ გენერალური პროკურატურა საპრეზიდენტო კონტროლს ქვეშ გადასულიყო.

მოლდოვის მოსახლეობის ნაწილი რუსეთთან დაახლოების, ხოლო ნაწილი ევროკავშირთან დაახლოების მომხრეა, პირველ ყოვლისა – რუმინეთთან.

როგორც 2019 წლის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გაირკვა, ქვეყნის მოსახლეობის 70% თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. საუბარია, პირველ ყოვლისა, უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელზე, ასევე, დაბალ ანაზღაურებებსა და მმართველობის სისტემებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები