18:00 საათის მონაცემებით დათვლილია ხმების 98.86% – “ქართული ოცნება” – 48.1%, “ენმ” – 27.12%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე საპარლამენტო არჩევნების შედეგები განახლდა. 18:00 საათის მონაცემებით, 3847 უბნიდან დათვლილია 3803 უბანი, რაც 98.86%-ს შეადგენს.

პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი შემდეგია:

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – 48.1%.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” – 27.12%.

“ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” – 3.77%.

“ლელო – მამუკა ხაზარაძე” – 3.16 %.

“დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – 3.18%.

საარჩევნო ბლოკი “გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი” – 3.14%.

“გირჩი” – 2.9%.

“ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები” -1.34%.

“შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია” -1%.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები