ელენე ხოშტარია: არავინ აპირებს გაჩერებას და 1,2 პროცენტზე ვაჭრობას

“არჩევნები არა თუ გაყალბებულია, ბიძინა აუქმებს როგორც ინსტიტუტს და ამას არავინ შეეგუება”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

ხოშტარიამ მოქალაქეებს 16:00 საათზე პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდა.

“დიდი მადლობა ვაკის ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის. ქართულმა ოცნებამ ვერ აიღო მართვის მანდატი, მათ შორის არც ვაკეში. ეს რეალობა ძალიან მნიშვნელოვანია.

არჩევნები არა თუ გაყალბებულია, ბიძინა აუქმებს როგორც ინსტიტუტს და ამას არავინ შეეგუება.

არავინ აპირებს გაჩერებას და 1-2 პროცენტზე ვაჭრობას.

4-ზე პარლამენტთან!”,- წერს ხოშტარია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები