ზურაბ ჩიკვილაძე: ძლივს დამშვიდებულ სახელწიფოს ვერ აგარევინებთ

ძლივს დამშვიდებულ სახელწიფოს ვერ აგარევინებთ, – ამის შესახებ ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, ზურაბ ჩიკვილაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ოპოზიცია სამოქალაქო დაპირისპირება სურს და 90-იანებში დაბრუნებას გვიპირებენ.

“ვირთხების გასაგონად, ვინც სამოქალაქო დაპირისპირებაში აპირებს ქვეყნის ჩათრევას,
იმ ხალხს, ვისაც რეალურად შეგვიძლია თქვენი დედების მო**ნა (გადატანითი მᲜიშვნელობით, მაგრამ მნიშვნელოვნად) ნუ გამოცდით საბოლოოდ ჩვენ მოთმინებას. ძლივს დამშვიდებულ სახელწიფოს ვერ აგარევინებთ. ყველაფერზე მაქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ, როდესაც 90-იანებში გვიპირებენ დაბრუნებას აღარაფერი მაინტერესებს. იმ პერიოდში დავკარგეთ აფხაზეთიც ასეთი პოლიტიკანების გამო. ომში კიდევ, თქვე ქვეშაჯვიებო, არავინ შემიმჩნევიხართ მაშინ. იცოდეთ თითო ლარინგოლოგი სტომატოლოგი ყველას დაგჭირდებათ. აზრზე მოდით, ნაგვის ღორებო.

ის მომეწონა. საქართველოს უმთავრესი მოედნიდან, თავისუფლების მოედნიდან, სრულიად გამოყეყეჩებულ საბჭოთა არტისტს როგორი “დეპეშა” გააგზავნინეთ კრემლში. სიის პირველი ნომერი სპეციალურად როგორ უმღერის რუსულად სიმბოლურად თავის “ლარისა რუსეთს”- ახსენებს თბილისს.

როგორი მაგარი გზავნილია. მოკავშირეობას ახსენებს. ცოტა ხანში დესტაბილიზაციას რომ დავიწყებთ, მოგვხედეთ. არ დაგავიწყდეთ, როგორ გეამბორებით ტრაკზეო.

არადა, ისიც მახსენდება ამ მოედნიდან თავის დროზე ლენინის საბჭოთა კავშირში ერთერთი ყველაზე დიდი ლენინის მონუმენტი როგორი სიხარუᲚით გადავატრიალეთ და ამ უსინდისოებმა ვალოდია ულიანოვიც გააცოცხლეს..

ჩემი გუნდის წევრებს კი ვუხდი ბოდიშს. მრავალი წელია ყოველთვის მოთმინებისკენ მოვუწოდებ. ყოველთვის ამ არამზადა პოლიტიკოსების დარტყმის ქვეშ ვართ საჯარო მოხელეები. ხან რას ააგორებენ, ხან რას თხზავენ. 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ გოგო ბიჭები, რომელთაც პრაქტიკულად არ აქვთ არანაირი პირადი ცხოვრება და დღეს საერთოდ უნდათ სულში ჩააფურთხონ, დაუნგრიონ, გაუნადგურონ ყველაფერი, რასაც მთელი გულით ემსახურებიან.

ჩემი ტონიც ბევრს გააკვირვებდა, მაგრამ სხვანაირად არ გამოვა. საპირწონეზე ჩვენთვის ყველაზე მᲜიშვნელოვანი თემაა,”- წერს ზურაბ ჩიკვილაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები