ჩვენი მხარდამჭერები მაქსიმალურად იქვნენ გაფრთხილებული, პროვოკაციას არ აყოლოდნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერი შედარებითია და წლევანდელი არჩევნები მართლაც მოწოდების სიმაღლეზე იყო.
„თუ გავაკეთებთ პარალელებს, შედარება არ შეიძლება 2016 წლის არჩევნებთან. გვახსოვს, როგორი დაძაბული სიტუაცია და რამდენი დაპირისპირება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წინასწარი ინფორმაცია გვქონდა მიღებული, ისევ მათივე შტაბებიდან, რომ გარკვეული დესტრუქციის შემოტანას აპირებდნენ კონკრეტულ ოლქებსა და ქალაქებში, ეს არ გამოუვიდათ. ჩვენი წარმომადგენლები, მხარდამჭერები მაქსიმალურად იყვნენ გაფრთხილებული, რომ პროვოკაციებს არ უნდა აყოლოდნენ. ყველაფერი შედარებითია. 2016 წელს გაცილებით მეტი პრობლემა იყო ამ თვალსაზრისით. წლევანდელი არჩევნები, თუ შედარებას გავაკეთებთ, მართლაც იყო მოწოდების სიმაღლეზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.