ცესკო-ს მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული ოქმების მიხედვით, თბილისში “ქართული ოცნება” ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისია საკუთარ ვებგვერდზე, ეტაპობრივად ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებიდან მიღებულ შემაჯამებელ ოქმებს აქვეყნებს.

ამ დროისთვის თბილისში პროპორციული სისტემის შედეგები შემდეგნაირად ნაწილდება:

მთაწმინდა, კრწანისის რაიონში 7 უბნის ოქმების მიხედვით, “ქართულმა ოცნებამ” 444, ხოლო “ნაციონალურმა მოძრაობამ” 131 ხმა მიიღო;

ვაკის რაიონში 6 უბნის ოქმის მიხედვით – “ქართული ოცნება” 541; ხოლო “ნაციონალური მოძრაობა” – 303 ხმა;

საბურთალოს რაიონში, 6 საარჩევნო უბნის მიხედვით “ქართულმა ოცნებამ” 1093 ხმა მოიპოვა; ხოლო “ნაციონალურმა მოძრაობამ” 441.

ისნის რაიონში, 2 უბნის მონაცემით “ქართულ  ოცნებას” 310-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა; “ნაციონალურ მოძრაობას” კი 159-მა.

სამგორის რაიონში, 14 უბნის თანახმად, “ქართულ ოცნებას” 2,802 ამომრჩეველმა მისცა ხმა; “ნაციონალურ მოძრაობას” კი 1877-მა.

დიდუბე-ჩუღურეთში, 10 უბნის მონაცემით, “ქართულმა ოცნებამ” 2 009; “ნაციონალურმა მოძრაობამ” 854 ხმა მიიღო.

ნაძალადევის რაიონის 13 უბანზე ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა, “ქართულ ოცნებას” 2 940; “ნაციონალურ მოძრაობას” კი, 1 620 ხმა ერგო.

რაც შეეხება გლდანს, ამ წუთის მდგომარეობით, მხოლოდ 5 საარჩევნო უბნის შედეგია ცნობილი, რომლის მიხედვით “ქართულმა ოცნებამ” 1314; “ნაციონალურმა მოძრაობამ”კი, 971 ხმა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები