“ლამბალოში კომისიის წევრებმა და თავმჯდომარემ, სავარაუდოდ, ალკოჰოლური სასმელი დალიეს”

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, კომისიის წევრებმა და თავმჯდომარემ, სავარაუდოდ, ალკოჰოლური სასმელი დალიეს.

“საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 09.11.50 საარჩევნო უბანზე ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა დააფიქსირა ალკოჰოლური სასმელის მოხმარების სავარაუდო ფაქტი კომისიის თავმჯდომარის და კომისიის წევრების მხრიდან, რაზეც შეიტანა შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში და დაწერა საჩივარი, რომელსაც არ ურეგისტრირებდა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

კომისიის თავმჯდომარე იყო აგრესიული და ცდილობდა დამკვირებელზე ზეწოლას. მან ასევე სცადა ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელთა ჯგუფის კოორდინატორზე, დიმიტრი ნოზაძეზე ფიზიკური ძალის გამოყენება, მიმართა მას უხეშად და შეურაცხმყოფელი სიტყვებით.

საარჩევნო უბანზე ალკოჰოლური სასმელის სავარაუდო მოხმარების ფაქტის შესახებ ეცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, მაგრამ საარჩევნო უბანზე ამ დრომდე არავინ მისულა კომისიის წევრთა ალკოჰოლური თრობის შესამოწმებლად.

შემთხვევასთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიას წარედგინა 2 საჩივარი, საარჩევნო უბანზე სმის პროცესსა და თავმჯდომარის მიერ დამკვირვებელსა და კოორდინატორზე ზეწოლისა და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე. საჩივრებით მოთხოვნილია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და თავმჯდომარის პასუხისგება”, – განმარტავს ცენტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები