გიგა ბოკერია: მოქალაქეების უდიდესმა ნაწილმა ხმა გარდამტეხ ცვლილებებს მისცა
“ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბოლო ერთი საათის განმავლობაშიც ყველა ჩვენი მოქალაქის არჩევნებზე მისვლა და დამატებით მხარდაჭერა ცვლილებებისთვის“,- ამის შესახებ ფოთში, ხობსა და სენაკში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს.
„თითქმის ერთი საათი დარჩა არჩევნების დასრულებამდე. ყველა ჩვენი მონაცემით, ამ არჩევნებში ივანიშვილის გუნდი დამარცხდა და ქართულმა საზოგადოებამ, მოქალაქეების უდიდესმა ნაწილმა ხმა მისცა გარდამტეხ ცვლილებებს ჩვენს ქვეყანაში. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბოლო ერთი საათის განმავლობაშიც ყველა ჩვენი მოქალაქის არჩევნებზე მისვლა და დამატებით მხარდაჭერა ცვლილებებისთვის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.