რუსეთის საგარეო უწყება: რუსეთი მზად არის სომხეთს ყველა საჭირო დახმარება აღმოუჩინოს, თუ შეტაკებები სომხეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს

​ მოსკოვი ერევანს ყველა საჭირო დახმარებას აღმოუჩენს, თუ შეტაკებები უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

რუსეთის საგარეო უწყება 1997 წლის 29 აგვისტოს თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების ერთგული რჩება, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ მოქმედებებს შეიარაღებული თავდასხმის, საფრთხის ან ერთმანეთის ტერიტორიის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელების შემთხვევაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და მოლაპარაკებების აღდგენისკენ მოუწოდებს.

მანამდე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს წერილი გაუგზავნა თხოვნით, რომ სომხეთისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით კონსულტაციები დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს, რადგან ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები სომხეთის რესპუბლიკის საზღვრებს უშუალოდ მიუახლოვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები