ირაკლი კობახიძე – რაში სჭირდებათ შაშკინს და ოქრიაშვილს საარჩევნო უბნებზე იარაღი, ჩნდება ეჭვები, რომ მათ დესტრუქციული ზრახვები აქვთ

იარაღის ტარების უფლება აქვს ნებისმიერ დეპუტატს, მაგრამ როდესაც საქმე ეხება საარჩევნო პროცესს, ბუნებრივია, დაუშვებელია, ვინმე იარაღით დადიოდეს, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„რაში სჭირდება დიმიტრი შაშკინს ან კახა ოქრიაშვილს იარაღი, როდესაც დადიან საარჩევნო უბნებზე, არაფერში. ბუნებრივია, აქ ძალიან ლოგიკური ეჭვები ჩნდება, რომ მათ აქვთ რაღაც დესტრუქციული ზრახვები და იარაღის დემონსტრირებაც ამ დესტრუქციული სცენარის შემადგენელი ნაწილია. მაგრამ, გვინდა, მათ კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ ვუთხრათ, რომ ნებისმიერი დესტრუქციის მცდელობა კანონის საფუძველზე ძალიან მკაცრად იქნება პასუხგაცემული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში იარაღით გადაადგილების ფაქტი დაადასტურა თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დიმიტრი შაშკინმა. თუმცა, შაშკინმა კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის საარჩევნო უბანზე გადაადგილდებოდა. ამასთან,

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები