გიგი უგულავა: ქვეყანას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები და სწორედ ამას მივეცი ხმა
“ქვეყანას სჭირდება მკაფიოდ პროევროპული მთავრობა და ქვეყანას სჭირდება მთავრობა, რომელიც დაწევს გადასახადებს, რომელიც ეფექტურად შეებრძოლება ეპიდემიას”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ, საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანას გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება.
„ორიგინალური არ ვიქნები და ვიტყვი, რომ საკუთარ თავს მივეცი ხმა. მივეცი ხმა იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაამთავროს მმართველობა და ქვეყნის წვალება, რომ ქვეყანა გავიდეს სამშვიდობოს, განვითარების გზაზე, ქვეყანას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, ქვეყანას სჭირდება მკაფიოდ პროევროპული მთავრობა და ქვეყანას სჭირდება მთავრობა, რომელიც დაწევს გადასახადებს, რომელიც ეფექტურად შეებრძოლება ეპიდემიას. ქვეყანას აღარ სჭირდება ბატონი, ქვეყანას სჭირდება მთავრობა, რომელიც იქნება ხალხის მსახური, მოვა, იმსახურებს და წავა. აი მას მივეცი მე ხმა“, – განაცხადა უგულავამ.