გიორგი მარგველაშვილი: ეს არის გადამწყვეტი არჩევნები, ახალი პოლიტიკური რეალობა დადგება

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით დღევანდელი არჩევნები გადამწყვეტია.

მისივე თქმით, საქართველოში ხელისუფლება კიდევ ერთხელ, მშვიდობიანი გზით შეიცვლება.

“ეს არის გადამწყვეტი არჩევნები, საქართველოში ხელისუფლება ხალხის ნებით, თავისუფალი გზით კიდევ ერთხელ შეიცვლება. ველოდები მრავალპარტიულ პარლამენტს, სადაც შედგება დებატები, იქნება იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს მოქალაქეების ხმა ისმოდეს პარლამენტში და არა პოლიტიკური ინტრიგები ერთმანეთის მიმართ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ცვლილება, დადგება ახალი პოლიტიკური რეალობა”,- განაცხადა მარგველაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები