მსოფლიოში, ერთ დღეში, კორონავირუსის 500 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

​ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემით, ერთ დღეში, მსოფლიოში კორონავირუსის 505 756 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ორგანიზაციის ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან პირველი შემთხვევაა.

ბოლო მაქსიმალური რეკორდი 24 ოქტომბერს დაფიქსირდა, როდესაც დღიური მატება 490 ათასს აღემატა.

რეკორდული მაჩვენებლები სხვადასხვა ქვეყანაში ფიქსირდება, კერძოდ, იტალიაში, ბოლო 24 საათში 31 ათასზე მეტი შემთხვევაა, რაც წინა რეკორდს თითქმის 4 ათასით აღემატება.

საბერძნეთში 1690 ახალი შემთხვევაა, რაც ასევე ქვეყნისთვის მაღალი რიცხვია.

ორგანიზაციის ევროპული ბიუროს ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ ევროპაში ჰოსპიტალიზაციის რიცხვი ისეთ მასშტაბამდეა ასული, რომელიც ბოლოს მხოლოდ გაზაფხულზე ფიქსირდებოდა, ასევე ერთ კვირაში გარდაცვალების რიცხვი 30%-ით გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები