თორნიკე რიჟვაძე: არჩევანი ჩვენი ქვეყნის, საქართველოს წარმატებისთვის გავაკეთე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მე-16 საარჩევნო უბანზე მისცა ხმა.

მისი თქმით, დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ისტორიული დღეა ქვეყნის დემოკრატიული და თავისუფალი განვითარებისთვის.

„არჩევანი ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის – საქართველოს წარმატებისთვის გავაკეთე. ასევე მოქალაქეებს მადლობა მინდა გადავუხადო, რადგან აქტივობაა. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი კიდევ ერთ ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – აღნიშნა რიჟვაძემ.

საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები