კარლ ჰარცელი: ვიმედოვნებთ, ხმის მიცემის პროცესი იქნება თავისუფალი, არ იქნება დაშინება, ძალადობა, ეს ყველა პარტიის პასუხისმგებლობაა

„2020 არჩევნების დღე დიდი დღეა. ყველა დემოკრატიისთვის განსაკუთრებული მომენტია, როდესაც ამომრჩეველი ხმას აძლევს იმას, ვინც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნდა მართოს ეს ქვეყანა”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან განაცხადა, სადაც არჩევნების მიმდინარეობას გაეცნო.

ჰარცელი იმედოვნებს, რომ ხმის მიცემის პროცესი თავისუფალი იქნება.

„2020 არჩევნების დღე დიდი დღეა. ბევრი ადამიანის მსგავსად, დღეს დიდი სამუშაო დღე მექნება. ყველა დემოკრატიისთვის განსაკუთრებული მომენტია, როდესაც ამომრჩეველი ხმას აძლევს იმას, ვინც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნდა მართოს ეს ქვეყანა. საარჩევნო უბანზე არსებული ვითარება საზეიმო განწყობას მიქმნის, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ვიმედოვნებთ, არჩევნები ისევე კარგად ჩაივლის, როგორიც დღეს ამინდია. არის სასიამოვნო ამინდი და არც ისე სიცხეა და არც სიცივე. სხვა უბნებსაც ვესტუმრები და ასევე, შევხვდები ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. შეხვედრა იქნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან და სხვებთან. ვიმედოვნებთ, ვნახავთ შესაძლებლობას, რომ შეძლებისდაგვარად ბევრი ადამიანი მისცემს ხმას ნებისმიერი რისკის გარეშე, რაც დაკავშირებულია კოვიდსიტუაციასთან და ყველაფერი უსაფრთხოდ ჩაივლის.

ჩვენ გვყავს ევროკავშირის 70 დიპლომატიური სადამკვირვებლო ჯგუფი მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლებიც უფრო ყოვლისმომცველ ინფორმაციას შეაგროვებენ. ჩვენ ამას ვაკეთებთ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მისიის დასახმარებლად, რათა გვქონდეს სრული შეფასება. ODIHR-ის მისია შეფასებას ხვალ გააკეთებს. შთამბეჭდავია, რომ ამდენი ხალხი უკვე გამოსულია ხმის მისაცემად. ვიმედოვნებთ, ხმის მიცემის პროცესი იქნება თავისუფალი და არ იქნება დაშინება, ძალადობა. ესაა ყველა პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები