კელი დეგნანი: ყველას გთხოვთ, მიხვიდეთ არჩევნებზე და მისცეთ ხმა, ცესკო-მ უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამერიკის შეერთებულ შტატების ელჩს, კელი დეგნანსა და ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას შორის შეხვედრა დასრულდა.

როგორც კელი დეგნანმა განაცხადა, ცესკო-მ არჩევნების უსაფრთხოდ ჩასატარებლად მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა.

„ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მთავარია მშვიდი ატმოსფერო და თავისუფალი არჩევანი ხალხისთვის. ვიმყოფებოდი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელმაც ძალიან დიდი სამუშაო გაწია არჩევნების ადმინისტრირებისა და ორგანიზების კუთხით, განსაკუთრებით პანდემიის ფონზე. მათ მიიღეს ყველანაირი ზომა, რათა თითოეულმა მოქალაქემ მისცეს ხმა უსაფრთხოდ. ყველამ უნდა დააფასოს ეს მართლაც მნიშვნელოვანი, კარგი სამუშაო, რომელიც გაწია საარჩევნო კომისიამ ამ კუთხით. ჩვენ დავაკვირდებით არჩევნების პროცესს. საელჩოდან გვყავს 75 თანამშრომელი, რომლებიც სხვადასხვა უბანზე დააკვირდებიან საარჩევნო პროცესებს. მნიშვნელოვანია, რომ არ უნდა იყოს დაშინება და ძალადობა და რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევებს დავაკვირდებით. გავამახვილებთ ამაზე ყურადღებას. გთხოვთ, ატაროთ ნიღბები დაიცვათ სოციალური დისტანცია. ყველას გთხოვთ, მიხვიდეთ არჩევნებზე და მისცეთ ხმა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები