ბიძინა ივანიშვილი: კოალიციას გამოვრიცხავთ, საშუალოდ 100 მანდატი გვექნება

“კოალიციას გამოვრიცხავთ, სოლიდური უმრავლესობით მოვალთ, საშუალოდ 100 მანდატი ექნება „ქართულ ოცნებას“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

​„ჩვენ ვაცხადებთ მუდამ, კვლევებს ვატარებთ, სტაბილური კვლევები გვაქვს ყველგან, ვფიქრობთ, არანაკლებ 55, არა მეტი 60-ის, ამ შუალედში. გარდა შიდაპარტიულისა, თუ მიადევნებთ თვალს, სხვა კვლევებიც არსებობს. ორი-სამი არხის კვლევებს, რომელიც მხოლოდ სიცრუეზეა აგებული, რა თქმა უნდა, ანგარიშს არ ვუწევთ.

კოალიციას გამოვრიცხავთ, აბსოლუტური უმრავლესობით მოვალთ. მე ვიქრობ, საშუალოდ 100 მანდატი ექნება „ქართულ ოცნებას“, პლიუს-მინუს ორი მანდატი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები