თელავის წყალმომარაგების გაუმჯობესებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონი მოხმარდება
წყალმომარაგების კომპანიამ კახეთის რეგიონის მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის რამდენიმე პროექტი დაასრულა, ასევე აქტიურად გრძელდება ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები.
როგორც ,,კვირას” წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობე, უახლოეს პერიოდში დაიწყება ქალაქ თელავში „წიწმატიანის“ სათავე ნაგებობის , სატუმბი სადგურისა და მაგისტრალური წყალდენის რეაბილიტაცია.
ახალი სისტემების მოწყობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.
ამ ეტაპზე, თელავის მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება. „წიწმატიანის“ ტერიტორიაზე არსებული ნაგებობი კი ამორტიზებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს.
დაგეგმილი სამუშაოების შედეგად ქალაქში მნიშვნელოვნად გაიზრდება წყლის დებიტი და გაუმჯობესდება წყლის მიწოდების გრაფიკი. გარდა ამისა, თელავში აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის I ეტაპის სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა ჭაბურღილები და გამრიცხველიანდება სრულად მოსახლეობა.
აღნიშნული პროექტების დასრულების შემდეგ, ადგილობრივებს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდებათ წყლის მიწოდება.
კომპანიამ თელავის წყლის სისტემის სრულად მოწესრიგებისთვის აზიის ბანკის დაფინანსებით, კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტის განხორციელების შედეგად , ქალაქ თელავის მოსახლეობა 24-საათიან წყალმომარაგებაზე გადავა.