მონტენეგროში კორონავირუსით მიტროპოლიტი გარდაიცვალა

ჩერნოგორიისა და ლიტორალიის სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი, ამფილოჰი რადოვიჩი კორონავირუსით ინფიცირების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

81 წლის მიტროპოლიტს კოვიდ19-ის დიაგნოზი 6 ოქტომბერს დაუდასტურდა, ამის შემდეგ ის პოდგორიცეს ერთ-ერთ კლინიკაში იყო ჰოსპიტალიზებული.

რადოვიჩი მტკიცე სერბი ნაციონალისტი იყო და დიდი პოლიტიკური გავლენით სარგებლობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები