გიორგი გახარია: საკმარისი დამკვირვებლები გვყავს, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, საელჩოებს, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ ამ სადამკვირვებლო მისიის აღსრულებაში

“ჩემი ბოლო ვიზიტის დროს ბრიუსელში ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, პირადად ვესაუბრებოდი როგორც ევროსაბჭოს, ევროპარლამენტის, ასევე – კომისიის წევრებს, რომ მაქსიმალური რაოდენობა დამკვირვებლებისა ჩამოსულიყო საქართველოში და იმის შედეგია, რომ, პანდემიის საკმაოდ მძიმე გამოწვევის პირობებში, სხვა ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით, საქართველოს საკმარისზე მეტი და საკმარისი დამკვირვებლები ეყოლებ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით დააკვირდებიან საარჩევნო პროცესს.

„საკმარისი დამკვირვებლები გვყავს ჩვენ დღეს ქვეყანაში და მინდა, ხაზგასმით მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, საელჩოებს, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ ამ სადამკვირვებლო მისიის აღსრულებასა და ფუნქციების აღსრულებაში, ამიტომ, სრულად ქვეყანა იქნება დაფარული,” – განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები