მათთვის, ვინც Covid-19 გადაიტანა, „ასპრია“ უფასო, გამაჯანსაღებელ ვარჯიშებს იწყებს

ქვეყანაში არსებული რთული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ფიტნესქსელი „ასპრია“, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ფიტნესსარეაბილიტაციო კამპანიას – „ასპრია 2020 ჩვენი ჯანმრთელობისთვის“ – იწყებს. კამპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს იმ მოქალაქეების ფიზიკური მდგომარეობის გაჯანსაღებას, ვინც Covid-19 დაამარცხა და დღეს იმუნიტეტის გაძლიერებისთვის ფიზიკურ რეაბილიტაციას სპეციალური ვარჯიშებით საჭიროებს.

კამპანიის ფარგლებში, „ასპრიას“ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ერთკვირიან სავარჯიშო კურსს ღია ცის ქვეშ, 4 ლოკაციაზე: მუშთაიდის პარკში (დიდუბის ფილიალი), ვაკის პარკში (ვაკის ფილიალი), წითელ ბაღსა (საბურთალოს ფილიალი) და ბათუმის ბულვარში (ბათუმის ფილიალი) ჩაუტარებენ.

უსაფრთხოების ნორმებისა და დისტანციის სრული დაცვით, ფიტნესვარჯიშები თითოეულ ლოკაციაზე ყოველდღიურად, 12:00-დან 13:00 საათამდე და 13:00-დან 14 :00-მდე, არაუმეტეს 20 ადამიანით დაკომპლექტებულ ჯგუფებს ჩაუტარდება.

ორგანიზატორების განცხადებით, სპეციალური მსუბუქი და სუნთქვითი ვარჯიშებით შედგენილი პროგრამით სარგებლობა გამოჯანმრთელებულ მოქალაქეების ერთი თვის განმავლობაში შეეძლებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები