თბილისში კორონავირუსის 683 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში – 381, იმერეთში – 313
ბოლო 24 საათის განმავლობაში თბილისში კორონავირუსის 683 შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში – 381, იმერეთში – 313, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
„დღეს გამოვლენილი 1 696 შემთხვევიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 683 შემთხვევა, აჭარაში – 381, იმერეთში – 313, ქვემო ქართლში – 117, შიდა ქართლში – 59, გურიაში – 18, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 60, კახეთში – 19, მცხეთა-მთიანეთში – 1, სამცხე-ჯავახეთში – 34, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 11.
საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 070 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 593, აჭარაში-1 435.
სულ 6-29 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 10 026 პირი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 387 პირი, საიდანაც თბილისში – 3 643 პირი, აჭარაში – 11 740, იმერეთში – 3 972″, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.