გიორგი გამსახურდია ბუბა კიკაბიძეზე: ნუ გიკვირთ ხალხო,ამ ავტომატიანი პუტჩისტის და მისი იდეური მიმდევრების გული, მათი მშობლიურ დედა რუსეთშია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას პარტიული სიის პირველმა ნომერმა, ბუბა კიკაბიძემ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე სიმღერა თბილისოს ნაწილი რუსულად შეასრულა, რასაც  საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელ “ტვიტერში” გამოეხმაურა.

გამსახურდია ხალხს მიმართავს, – “ნუ გიკვირთ ხალხო,ამ ავტომატიანი პუტჩისტის და მისი იდეური მიმდევრების გული, მათი მშობლიურ დედა რუსეთშია”.

“ნუ გიკვირთ ხალხო,ამ ავტომატიანი პუტჩისტის და მისი იდეური მიმდევრების გული, მათ მშობლიურ დედა რუსეთშია.სირცხვილია ამისი,მეზარბაზნე პუტჩისტი დევის და კრიმინალი ჟორიკას მხარდაჭერა.დანარჩენს 31 ოქტომბერი გამოაჩენს”, – წერს გამსახურდია.

შეგახსენებთ, რომ თავისუფლების მოედანზე ენმ – ძალა ერთობაშია დღეს ამომრჩეველთან შემაჯამებელ აქცია გამართა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები