თბილისში გაერთიანებული ოპოციზიის შეკრების გამო, ასობით მხარდამჭერი რამდენიმე ლოკაციაზე იკრიბება

თბილისში, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ გაერთიანებული ოპოციზიის დასკვნითი ღონისძიების გამო, მხარდამჭერები რამდენიმე ლოკაციაზე იკრიბებიან.

​მხარდამჭერების ნაწილი ამ დროისთვის რესპუბლიკის მოედანზეა შეკრებილი და რამდენიმე წუთში, ისინი რუსთაველის გავლით, თავისუფლების მოედნისკენ დაიძრებიან.

​გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერთა მეორე ნაწილი კი კოლმეურნეობის მოედანზე იმყოფება. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ქვეყანაში შექმნილ ვითარებას აპროტესტებენ და ამ აქციით ადასტურებენ იმას, რომ 31 ოქტომბერს მმართველი გუნდი დამარცხდება.

აქციის მონაწილეები ცოტა ხანში თავისუფლების მოედნისკენ გადაინაცვლებენ.
​შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიციის აქცია 18:00 საათზეა დაგეგმილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები