აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილ ცხრა პაციენტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილ ცხრა პაციენტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ხუთი პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა, ორი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში, ერთი კლინიკა „მედცენტრში“, ერთი კი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 63 წლისა კაცი, რომელიც კლინიკაში შეიყვანეს13 ოქტომბერს. დიაგნოზი/თანმხლები: „კოვიდ-19“, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს-სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია.

ასევე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 71 წლის მამაკაცი. ის კლინიკაში 11 ოქტომბერს მოათავსეს. დიაგნოზი/თანმხლები: „კოვიდ-19“, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრესსინდრომი, გულის ქრონიკული უკმარისობა, გულის ათეროსკლეროზული დაავადება, პარკინსონი დაავადება.

ამავე ასაკის, 71 წლის ქალი გარდაიცვალა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ქალბატონი კლინიკაში შეიყვანეს 25 ოქტომბერს, 29 ოქტომბერს კი გარდაიცვალა. დიაგნოზი/თანმხლები: „კოვიდ-19“, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი.

რაც შეეხება ამავე საავდმყოფოში გარდაცვლილ 76 წლის მამაკაცს, პაციენტი კლინიკაში 27 ოქტომბერს შეიყვანეს. დიაგნოზი/თანმხლები: „კოვიდ-19“, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრესსინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, გულის ათეროსკლეროზული დაავადება.

ასევე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 75 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში 28 ოქტომბერს შეიყვანეს. დიაგნოზი/თანმხლები: „კოვიდ-19“, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრესსინდრომი.

კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა კლინიკა „მედცენტრში“. 73 წლის მამაკაცი კლინიკაში 23 ოქტომბერს შეიყვანეს. დიაგნოზი/თანმხლები: „კოვიდ-19“, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი დაუზუსტებელი, ღვიძლის მწვავე უკმარისობა. არტერიული ჰიპერტენზია, ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი, გნოზიულის უკმარისობა, საძილე არტერიის ოკლუზია და სტენოზი.

ამასთან, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გარდაიცვალა 76 წლის მამაკაცი, რომელიც კლინიკაში შეიყვანეს 20 ოქტომბერს, ხოლო გარდაიცვალა 28 ოქტომბერს. დიაგნოზი/თანმხლები: „კოვიდ-19“, პნევმონია დაუზუსტებელი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს-სინდრომი, კომა, ზოგადი სიმსუქნე. ამავე ჰოსპიტალში გარდაიცვალა 75 წლის მამაკაციც, რომელიც კლინიკაში 17 ოქტომბერს შეიყვანეს, ხოლო 28 ოქტომბერს გარდაიცვალა. დიაგნოზი/თანმხლები: „კოვიდ-19“, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე პოსტჰემორაგიული ანემია, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული მწვავე სისხლდენით, ღვიძლის მწვავე და ქვემწვავე უკმარისობა, თირკმლების მწვავე უკმარისობა, მოზრდილთა რესპირაციული დისტრესსინდრომი.

კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა ქობულეთის სამედიცინო ცენტრში. 78 წლის ქალი, კლინიკაში 23 ოქტომბერს შეიყვანეს, 29 ოქტომბერს კი გარდაიცვალა. დიაგნოზი/თანმხლები: „კოვიდ-19“, პნევმონია დაუზუსტებელი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა, გადატანილი ინფარქტი,სტენტირება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები