საქართველოში არჩევნებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ცხრაწევრიანი დელეგაცია დააკვირდება

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც 31 ოქტომბერს ტარდება, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ცხრაწევრიანი დელეგაცია დააკვირდება, რომელსაც ჰოლანდიელი პოლიტიკოსი, ტაინი კოქსი უხელმძღვანლებს. ამის შესახებ ინფორმაცია ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დელეგაცია საქართველოში 29 ოქტომბრიდან პირველ ნოემბრამდე დარჩება და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გარდა, საპარლამენტო არჩევნებს ასევე დააკვირდება ეუთო-სა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციები და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლები. პირველ ნოემბერს კი ისინი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები