მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, თელავს 8.5-მეტრიანი, 5 ახალი ავტობუსი გადაეცა

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, თელავს 8.5-მეტრიანი, 5 ახალი ავტობუსი გადაეცა.

მათივე ინფორმაციით, თელავს აქამდე მუნიციპალური ტრანსპორტი არ გააჩნდა.

ახალი ავტობუსები 50 მგზავრზეა გათვლილი და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის;

175 ერთეული ავტობუსიდან თელავსა და ფოთს გადაეცემა 10-10 ავტობუსი, გორს – 30, ზუგდიდს – 25, რუსთავს – 40, ხოლო ქუთაისს – 60 ერთეული ავტობუსი.

პროგრამას ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

ავტობუსები სხვადასხვა მუნიციპალიტეტს მომდევნო წლის გაზაფხულამდე ეტაპობრივად გადაეცემა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები