მუნიციპალური ტრანსპორტის კონტროლიორს კორონავირუსი დაუდასტურდა

მუნიციპალური ტრანსპორტის კონტროლიორს კორონავირუსი დაუდასტურდა.

სატრანსპორტო სამსახურის პრესსპიკერი, თამაზ რობაქიძე ამბობს, რომ ინფიცირებული, დაახლოებით, ბოლო 10 დღის განმავლობაში სამსახურში არ გამოცხადებულა, რადგან ის თავს შეუძლოდ გრძნობდა.

“ეს თანამშრომელი ბოლო დღეების განმავლობაში არ დადიოდა სამსახურში, ვინაიდან ის თავს გრძნობდა ცუდად და იყო თვითიზოლაციაში. ბოლო 10 დღის განმავლობაში ის, ფაქტობრივად,  სამსახურში არ ყოფილა, შეხება არ ჰქონია არც თანამშრომლებთან და არც ავტობუსში  ყოფილა. ამ ეტაპზე, დაუდგენელია ინფიცირების წყარო. რაც შეეხება სამარშუტო ხაზს, სხვადასხვა ცვლაში მუშაობენ, თუმცა, კონკრეტულად ამ კონდუქტორს ბოლო 10 დღის განმავლობაში არ უმუშავია საერთოდ. დაცულია ის რეკომენდაციები, რაც საჭიროა. ყოველდღიურად, როდესაც სამსახურში მოდიან, ხდება მათი თერმოსკრინინგი, დეზინფექცია, აქვთ ნიღბები და მაქსიმალურად ვიცავთ ჩვენს კონდუქტორებს”, – განაცხადა თამაზ რობაქიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები