კორონავირუსით თბილისში 4, აჭარაში 7, ხოლო იმერეთში 4 ადამიანი გარდაიცვალა
“სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა”, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაზე მეტი – 7 ადამიანი აჭარაში გარდაიცვალა.
“სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაცვლილია 15 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4 ადამიანი, აჭარაში – 7, ხოლო იმერეთში – 4 ადამიანი. გარდაცვლილების ჯამური მაჩვენებელი შეადგენს 253 ადამიანს”, – აღნიშნა სიჭინავამ.